რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა - Palitra News

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა

2025-12-30 09:22:45+04:00

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა. შუადღიდან მოძრაობა რიკოთის 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე ერთი კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის – ერთი კილომეტრი და 362 მეტრი.

„ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.