აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მორიგი სატელეფონო საუბარი გამართა. ტრამპის თქმით, საუბარი ნაყოფიერი იყო. ტრამპის სიტყვებით, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საუბრისას პუტინმა მას შეატყობინა, რომ ნოვგოროდის ოლქში მდებარე მის რეზიდენციაზე დარტყმას შეეცადნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ყალბია და თავდასხმა არ განხორციელებულა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მას ამის შესახებ პუტინმა უამბო.რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამით უკრაინულმა დრონებმა ნოვგოროდის ოლქში, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადეს. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკმაყოფილოა ფლორიდაში, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრით და იგონებს მიზეზებს კიევში სამთავრობო შენობებზე თავდასხმების განსახორციელებლად.