აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მარ ა ლაგოში ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორის მომავლის, მძევლების გათავისუფლებისა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ირანი კვლავ შეეცდება თავისი შესაძლებლობების აღდგენას, შეერთებული შტატები მას დაამარცხებს.ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის შესახებ დასმულ კითხვაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პროცესი დაიწყება რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია „ჰამასის“ განიარაღება. ამასთან, ღაზის სექტორში თურქული ძალები შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა , რომ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან კონსულტაციებზე.