ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე 280 კილომეტრიანი ღობის მშენებლობა დაასრულა - Palitra News

ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე 280 კილომეტრიანი ღობის მშენებლობა დაასრულა

2025-12-30 11:13:12+04:00

ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე 280 კილომეტრიანი გალავნის მშენებლობა დაასრულა.მედიის ცნობით, დეკემბერში დასრულდა ლატვია-რუსეთის საზღვარზე 280 კილომეტრიანი ღობის ბოლო მონაკვეთები. მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტად იქცა.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 166 მილიონი ევრო იყო და მასში ექვსი კონტრაქტორი მონაწილეობდა.

მომავალ წელს საპატრულო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური კონტროლის აღჭურვილობის განვითარებაში კიდევ 20 მილიონი ევროს ოდენობის ინფრასქტრუქტურა განხორციელდება. ამ სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.

სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად დასრულებული ღობის ერთობლივ შემოწმებას ატარებენ და მის ხარისხს ამოწმებენ.

სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ლატვია-რუსეთის საზღვარზე სიტუაცია ზოგადად სტაბილურია, თუმცა უკანონო გადაკვეთის ცალკეული შემთხვევებია. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლების თქმით, ღობის მონტაჟი მნიშვნელოვნად აადვილებს მათ მუშაობას.