ყოფილი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ყოფილი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-12-30 12:36:21+04:00

ყოფილი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სივრცეში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, როცა ოთარ ფარცხალაძის დანაშაულებრივ წარსულზე საუბრობდნენ, მაშინ მმართველი გუნდი მთავარ პროკურორს აქტიურად იცავდა.. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ სისხლისსამართლებრივ საქმეს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს, რადგან სახეზეა შიდა კლანური დაპირისპირება. მმართველი გუნდი და მათ შორის, დაცვის მხარე, საქმის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანის ნებისმიერ მცდელობას ემიჯნება და საქმეზე გამოძიების დასრულებას ელოდებიან.