ყოფილი მთავარი პროკურორი უკვე ბრალდებულის სტატუსით, პირველი პროცესის მოლოდინშია - რას აცხადებს ადვოკატი - Palitra News

ყოფილი მთავარი პროკურორი უკვე ბრალდებულის სტატუსით, პირველი პროცესის მოლოდინშია - რას აცხადებს ადვოკატი

2025-12-30 12:38:52+04:00

ყოფილი მთავარი პროკურორი უკვე ბრალდებულის სტატუსით, პირველი პროცესის მოლოდინშია - აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდების დადგენილება ოთარ ფარცხალაძის ადვოკატს ჩაბარდა. გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ორგანიზატორად სწორედ ფარცხალაძეს ასახელებს. ადვოკატი სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, სიმართლე გამოაშკარავდება და მისივე სიტყვებით, უსაფუძვლო ბრალდებებს შესაბამისი შეფასებები მიეცემა. გახმაურებული მკვლელობის საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორის როლი.