რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 23 დეკემბრიდან შიმშილობს, „მშრალ შიმშილობაზე“ გადავიდა. მან წყლის მიღებაც შეწყვიტა. ადვოკატის თქმით, აქტივისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მეარაყიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ გაგლოევის პირადი პატიმარია. მეარაყიშვილი გაგლოევთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ის დაანონსებული აქციის წინა ღამით, 22 დეკემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.