პოლიციამ მარნეულში სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული მძიმე ტექნიკით გზის გაყვანით სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც რკინის მილი - მეორე პირს დაეცა. მიღებული დაზიანების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.