ლევან ვეფხვაძე - ოთარ ფარცხალაძე ამჟამად იმყოფება რუსეთში, საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა - ლევან ჯანგველაძე ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან საფრთხეს გრძნობდა, რადგან ბიზნესის გამო იყო დაპირისპირებული - Palitra News

ლევან ვეფხვაძე - ოთარ ფარცხალაძე ამჟამად იმყოფება რუსეთში, საქართველო 2025 წლის ივნისში დატოვა - ლევან ჯანგველაძე ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან საფრთხეს გრძნობდა, რადგან ბიზნესის გამო იყო დაპირისპირებული

2025-12-30 15:43:14+04:00

ოთარ ფარცხალაძის საქმე ასევე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. სხვა საკითხების მსგავსად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მათი ოპონენტების შეფასებები აქაც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია - როგორც ოპოზიციაში ამბობენ, როდესაც ისინი ოთარ ფარცხალაძის კრიმინალურ წარსულზე საუბრობდნენ, მმართველი გუნდი მთავარ პროკურორს აქტიურად იცავდა. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ საზოგადოება შიდა კლანურ დაპირისპირებას ადევნებს თვალყურს. ამავე დროს, „ქართული ოცნება“ და ასევე დაცვის მხარე, საქმის პოლიტიკურ მდგენელს გამორიცხავს - ფარცხალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიების დამთავრებას ელოდება.