როგორ აფასებენ ოთარ ფარცხალაძის საქმეს პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

როგორ აფასებენ ოთარ ფარცხალაძის საქმეს პოლიტიკურ სპექტრში

2025-12-30 15:49:07+04:00

ოთარ ფარცხალაძის საქმე ასევე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. სხვა საკითხების მსგავსად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მათი ოპონენტების შეფასებები აქაც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია - როგორც ოპოზიციაში ამბობენ, როდესაც ისინი ოთარ ფარცხალაძის კრიმინალურ წარსულზე საუბრობდნენ, მმართველი გუნდი მთავარ პროკურორს აქტიურად იცავდა. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ საზოგადოება შიდა კლანურ დაპირისპირებას ადევნებს თვალყურს. ამავე დროს, „ქართული ოცნება“ და ასევე დაცვის მხარე, საქმის პოლიტიკურ მდგენელს გამორიცხავს - ფარცხალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიების დამთავრებას ელოდება.