როდის შეიქმნება პარლამენტში პროდუქტების ფასების შემსწავლელი სპეციალური კომისია - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მაღალი ფასების შესასწავლად და შესაბამისი რეკომენდაციების გასაცემად პარლამენტი დროის შემჭიდროვებულ ვადებში იმოქმედებს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ახალი კამპანია ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან აიდებასა და მოქალაქეებში ცრუ მოლოდინების გაჩენას, თითქოს მაღალი ფასები არა ხელისუფლების, არამედ ქსელური მარკეტების ბრალია.