ზურაბ ჯაფარიძე - კობახიძე ვერ აჩოჩებს ბიძინას და არც 4 მილიარდით გაღარიბებულა ივანიშვილი - ისევ ბიძინაა ჩასახსნელი ძალაუფლებიდან, შეეშვით ილუზიებს! - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე - კობახიძე ვერ აჩოჩებს ბიძინას და არც 4 მილიარდით გაღარიბებულა ივანიშვილი - ისევ ბიძინაა ჩასახსნელი ძალაუფლებიდან, შეეშვით ილუზიებს!

2025-12-30 15:56:31+04:00

კობახიძე არ/ვერ აჩოჩებს ბიძინას- ისევ ბიძინაა ჩასახსნელი ძალაუფლებიდან. შეეშვით ილუზიებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არც ბიძინა ივანიშვილი გაღარიბებულა 4 მილიარდით.

„არა, კობახიძე არ/ვერ აჩოჩებს ბიძინას; არა, ბიძინა არ გაღარიბებულა 4 მილიარდით; კი, ისევ ბიძინაა ჩასახსნელი ძალაუფლებიდან. შეეშვით ილუზიებს“, - წერს ჯაფარიძე.