გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში კოლეჯ „პრესტიჟში” სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა - Palitra News

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში კოლეჯ „პრესტიჟში” სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

2025-12-30 15:57:11+04:00

განათლების მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონში კოლეჯ „პრესტიჟში” სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და მომავალი წლის პრიორიტეტები განსაზღვრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე მინისტრისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.

მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა პერმანენტულად იმართება და თითოეულ შეხვედრაზე წევრები ეტაპობრივად განიხილავენ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებას, სტუდენტების შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება.