ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - Palitra News

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს

2025-12-30 15:57:55+04:00

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.