საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.