აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან მორიგი სატელეფონო საუბარი გამართა. ტრამპის განცხადებით, პუტინთან გასაუბრება ნაყოფიერი აღმოჩნდა. როგორც ტრამპი ამტკიცებს, პუტინმა მას შეატყობინა, რომ რუსეთის ნოვგოროდის ოლქში მდებარე მის რეზიდენციაზე თავდასხმას შეეცადნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ყალბია და, სავარაუდოდ, ის არც განხორციელებულა. რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს უკრაინულმა მხარემ დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში მდებარე, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ტრამპთან გამართული შეხვედრით უკმაყოფილოა და იგონებს მიზეზებს იმისთვის, რომ კიევში სამთავრობო შენობებზე თავდასხმა მოაწყოს.