დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის რეკონსტრუქციის შესახებ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საბოლოო ჯამში, თავისუფალი უკრაინული სახელმწიფოს კეთილდღეობა ევროკავშირში გაწევრიანებაშია. ეს თავისთავად უსაფრთხოების მთავარი გარანტიაცაა“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ბლოკში გაწევრიანება მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის არ არის სასარგებლო, რომლებიც მას უერთდებიან, არამედ ამით მთელი ევროპა სარგებლობს.