ანტონიო კოშტა - ერთიანი ვართ მტკიცე გადაწყვეტილებაში, გავაძლიეროთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა - Palitra News

ანტონიო კოშტა - ერთიანი ვართ მტკიცე გადაწყვეტილებაში, გავაძლიეროთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა

2025-12-30 17:09:29+04:00

მადლობა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესაფასებლად ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრის მოწვევისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ერთიანი ვართ მტკიცე გადაწყვეტილებაში, გავაძლიეროთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა“, - წერს კოშტა.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ინფორმაციით, ევროპელმა და კანადელმა პარტნიორებმა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს.