გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპელმა და კანადელმა პარტნიორებმა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს.
„დღეს ჩვენ ბერლინის ფორმატში ჩვენს ევროპელ და კანადელ პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები გავმართეთ. ჩვენ წინ ვწევთ სამშვიდობო პროცესის. ახლა ყველასგან, მათ შორის რუსეთისგან, გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერებაა საჭირო“, - წერს მერცი სოციალურ ქსელში.
დისკუსიებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მისი თქმით, ევროპელ ლიდერებთან უკრაინისადმი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოების და ქვეყნის რეკონსტრუქციის საკითხები განიხილეს.