საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს - Palitra News

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2025-12-30 19:42:28+04:00

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცხენით იმყოფებოდა და სხვა დაკარგულ ცხენს ეძებდა. შემთხვევა დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა.