თბილისში უზენაეს სასამართლოსთან „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები და სხვადასხვა პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები შემდგომ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.