ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ საქართველოს მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ყოფილ გენერალურ პროკურორზე უკვე საერთაშორისო, ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება. ამის შესახებ დადგენილება პროკურორმა მას შემდეგ გამოიტანა, რაც ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. სხვა საკითხების მსგავსად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მათი ოპონენტების შეფასებები აქაც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია - როგორც ოპოზიციაში ამბობენ, როდესაც ისინი ოთარ ფარცხალაძის კრიმინალურ წარსულზე საუბრობდნენ, მმართველი გუნდი მთავარ პროკურორს აქტიურად იცავდა. განსხვავებული პოზიცია „ქართული ოცნებაში“, სადაც საქმის პოლიტიკურ მდგენელს გამორიცხავენ.