პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიმდინარე წელი მთავრობის ბოლო სხდომაზე შეაჯამა. ეკონომიკური ზრდა, განათლების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა - მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, სამთავრობო გუნდი აქტიურად იმუშავებს კორუფციული პრაქტიკის აღკვეთაზე. კობახიძემ აქტიური მუშაობა დაანონსა განათლების რეფორმის ირგვლივაც. პრემიერ- მინისტრის თქმით, განათლების გარეშე ვერცერთი მიღწევა მდგრადი ვერ იქნება. მთავრობის მეთაური წლიურ შეჯამებას უკვე მოჰყვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ექპერტების მწვავე შეფასებებიც.