ომის შემსწავლელი ამერიკის ინსტიტუტის განცხადებით, იმის მტკიცებულება, რომ უკრაინამ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა, არ არსებობს. პლატფორმის ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ მსგავსი „თავდასხმის“ შესახებ დადასტურებული მტკიცებულებები არსად მოიპოვება. ამასთან, ობიექტის მახლობლად ღია წყაროებში არ არის გეოლოკაციური ვიდეოები, რომელიც აფეთქებების, ხანძრისა თუ კვამლის კადრებს ასახავს. რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გასულ ღამეს უკრაინულმა მხარემ ნოვგოროდის ოლქში, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ეს ინფორმაცია ტელეფონზე საუბრისას მიაწოდა, რასაც ტრამპი გამოეხმაურა და ეს ამბავი ეჭვქვეშ დააყენა. ამის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი უკმაყოფილოა ფლორიდაში, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრით და იგონებს მიზეზებს იმისთვის, რომ კიევში სამთავრობო შენობებზე თავდასხმა მოაწყოს.