უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას აშშ-ის სამხედროების უკრაინაში განთავსების თაობაზე - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას აშშ-ის სამხედროების უკრაინაში განთავსების თაობაზე

2025-12-31 09:22:07+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას აშშ-ის სამხედროების უკრაინაში განთავსების თაობაზე.

კერძოდ, პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ან შეხების ხაზზე ჯარების გაგზავნას სავარაუდოდ, დათანხმდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა ასეთი ნაბიჯისთვის და აღნიშნა, რომ ამგვარ ინფორმაციას თავად ამერიკელები უნდა ავრცელებდნენ.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი კოლეგა მას დაჰპირდა საჰაერო საშუალებებით დახმარებას. ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეხვედრაზე მათ განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპი მას ამ მიმართულებით დახმარებას შეჰპირდა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, რადგან რუსეთი არ წყვეტს თავის დარტყმებს.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამერიკული მხარე ინფორმირებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმის შესახებ ბრალდებები ტყუილია.