მედიის ინფორმაციით,ისრაელის თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან თურქეთის ჯარების განლაგებას, რომელიც უნდა განთავსდეს ტრამპის გეგმის შემდეგ ეტაპზე - Palitra News

მედიის ინფორმაციით,ისრაელის თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან თურქეთის ჯარების განლაგებას, რომელიც უნდა განთავსდეს ტრამპის გეგმის შემდეგ ეტაპზე

2025-12-31 09:23:03+04:00

ისრაელს არ სურს, თურქეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ჯარები განალაგოს. მედიის ინფორმაციით,ისრაელის თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან თურქეთის ჯარების განლაგებას, რომელიც უნდა განთავსდეს ტრამპის გეგმის შემდეგ ეტაპზე. ასევე, არ სურთ თურქეთის რეკონსტრუქციაში ჩართულობა, რადგან ეშინიათ, რომ ანკარა მოიპოვებს გავლენას ღაზის სექტორში. საერთაშორისო მედიის თანახმად, წყაროს თქმით, ეს საკითხი ისრაელმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უკვე დააყენა.