რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, დაშავდა სამი ბავშვი - Palitra News

რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, დაშავდა სამი ბავშვი

2025-12-31 09:35:37+04:00

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 31 დეკემბრის ღამეს ოდესაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ერთ-ერთი დაშავებული ბავშვი 7 თვისაა.

„ოდესაში ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა“, - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.

მისი თქმით, დაფიქსირდა დარტყმები ქალაქის ორ რაიონში მაღალსართულიან კორპუსებზე.

თავდასხმის შედეგად, რეგიონული ცენტრის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა.