ნატო-ში აშშ-ის ელჩი - უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა - შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო - Palitra News

ნატო-ში აშშ-ის ელჩი - უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა - შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

2025-12-31 11:06:34+04:00

უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

„უცნობია, ეს ნამდვილად მოხდა თუ არა. შეუფერებლად მიმაჩნია, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, როდესაც უკრაინას შეთანხმების მიღწევა ნამდვილად სურს, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო“, - განაცხადა უიტაკერმა.

მისი თქმით, აშშ დაზვერვის ინფორმაციას შეისწავლის.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რას იტყვიან აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების სადაზვერვო სააგენტოები იმასთან დაკავშირებით, რეალურად მოხდა თუ არა ეს თავდასხმა“, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლავროვის განცხადებას სიცრუე უწოდა.