6 იანვარს, საფრანგეთში, „მსურველთა კოალიციის” ლიდერების დონეზე შეხვედრა იგეგმება - Palitra News

6 იანვარს, საფრანგეთში, „მსურველთა კოალიციის” ლიდერების დონეზე შეხვედრა იგეგმება

2025-12-31 12:41:59+04:00

6 იანვარს, საფრანგეთში, „მსურველთა კოალიციის” ლიდერების დონეზე შეხვედრა იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. უკრაინის ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრის მთავარი თემა - აშშ-ის ჩარჩო დოკუმენტის პუნქტებზე კონსულტაცია და უკრაინისათვის გადასაცემი ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები იქნება. გარდა ამისა, ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინის ეკონომიკურ პროგრამებზეც იმსჯელებენ. ამადვროულად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი გრძელდება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.ქალაქ ტუაფსეში დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები, პორტის ნავსადგური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ქალაქში ორი ადამიანი დაშავდა.