ირანში ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანის ოთხ უნივერსიტეტში ასობით სტუდენტმა საპროტესტო აქციები გამართა. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, რადგან ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. პროტესტი მალევე გავრცელდა ირანის სხვა ქალაქებშიც. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა, მოლაპარაკებების ორგანიზება მომიტინგეების ლეგიტიმური მოთხოვნების განსახილველად.