საუდის არაბეთთან კრიზისის ფონზე, არაბთა გაერთიანებული საამიროები იემენიდან დარჩენილ ძალებს გაიყვანს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე, საუდის არაბეთის მეთაურობით კოალიციის ძალები თავს დაესხნენ სამხრეთ იემენის პორტ მუკალას. საჰაერო დარტყმა, რომელიც ერ-რიადის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების იარაღის გადაზიდვას უკავშირდებოდა, ორ სპარსეთის ყურის მონარქიას შორის მზარდი უთანხმოების ფონზე ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაცია იყო. სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ქუვეითმა და ბაჰრეინმა, განაცხადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ დიალოგის გაძლიერებისა და პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევის ნებისმიერ მცდელობას. კატარმა კი განაცხადა, რომ საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების უსაფრთხოება „მისი უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“. მედიის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში იემენელი სეპარატისტების თავდასხმამ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მხარდაჭერილ „სამხრეთის გარდამავალი საბჭოსა“ და საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ იემენის სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება გამოიწვია, რამაც ორი ქვეყანა სრულმასშტაბიან კონფლიქტთან უფრო ახლოს მიიყვანა, ვიდრე ოდესმე.