რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი - ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა - Palitra News

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი - ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

2025-12-31 12:57:56+04:00

ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

„უსაფრთხოების ზონის გაფართოების ტემპი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაიზარდა. შვიდი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამოცანა დაისახა, რომ მომავალ წელს უსაფრთხოების ზონის გაფართოება გაგრძელდეს, რათა ბელგოროდისა და კურსკის მოსახლეობის მშვიდად ცხოვრების უზრუნველყოფა მოხდეს“, - განაცხადა გერასიმოვმა.

მისი თქმით, „სამხედროები მოწინააღმდეგის თავდაცვით სიღრმეში წინ მიიწევენ“.

„გასულ თვეში 700 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გათავისუფლდა“, - აღნიშნა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა.