31 დეკემბრის ღამე და საპროტესტო აქცია - როგორია აქციის დღის წესრიგი - Palitra News

31 დეკემბრის ღამე და საპროტესტო აქცია - როგორია აქციის დღის წესრიგი

2025-12-31 15:38:04+04:00

31 დეკემბრის ღამე და საპროტესტო აქცია - დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. დღევანდელი აქცია-პერფორმანსით პროტესტის მონაწილეები დემონსტრაციებზე დაპატიმრებულ თანამოქალაქეებს მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოუცხადებენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლებისას ახალი წლის ღამის პარლამენტთან შეხვედრა, ტრადიციად იქცა. პროტესტის მონაწილე ხელოვანები დღევანდელ დემონსტრაციაზე მუსიკალური კონცერტის ჩატარებასაც აპირებენ. როგორია აქციის დღის წესრიგი?!