პრემიერი - ეკონომიკის სფეროში ძალიან შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს - ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე - Palitra News

პრემიერი - ეკონომიკის სფეროში ძალიან შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მლრდ ლარს - ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე

2025-12-31 15:42:21+04:00

ეკონომიკური ზრდა, განათლების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებში განხორციელებულ ცვლილებები დადებითად შეაფასა. მათ შორის ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები გამოყო. აქტიური მუშაობა დაანონსდა განათლების რეფორმის ნაწილში. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზდის მაჩვენებელსაც. პრემიერმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური გუნდის განახლების მნიშვნელობასაც.