რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთი ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 50 მილიონ ევროს გამოყოფს. მინისტრის ცნობით, რუმინეთი ნატო-ს უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია მექანიზმს შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენასა და გადაცემას ითვალისწინებს. ტოიუს განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობა რუმინეთის მიერ ნატო-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს სრულად შეესაბამება.