ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია - Palitra News

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

2025-12-31 15:45:59+04:00

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

გათავისუფლებამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

მან შიმშილობა დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დაიწყო.

აქტივისტი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.