პოლიტიკური ბოიკოტით დაწყებული, საგამოძიებო კომისიებით გაგრძელებული და გახმაურებული კანონებით გამორჩეული საკანონმდებლო წელი - მიმდინარე წელს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში 30 -ზე მეტი სხდომა ჩატარდა და ათეულობით პირი დაიკითხა. კომისია წინა წლების პოლიტიკური პროცესებისა და ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შეფასებაზე იყო ორიენტირებული. შესაბამისად, წლის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი გახდა სარჩელიც, რომლის მიხედვითაც სამ პოლიტიკურ პარტიას აკრძალვის საფრთხე ემუქრება. იმას, რასაც ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს, ისტორიული სამართლიანობის აღდგენით ხსნის მმართველი გუნდი. საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მიუხედავად, გახარია - საქართველოსთვის გუნდი საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდა. არგუმენტად, მაღალი ტრიბუნებიდან მმართველი გუნდისთვის ოპონირების გაწევა დასახელდა. კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვის მოტივით პარლამენტმა არაერთი კანონი მიიღო. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის მიმდინარე წელს მაგდა ბლუაშვილი შეაჯამებს.