ბრძოლა კორუფციასთან თუ შიდაპარტიული წმენდა? - მმართველი გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულთა სკამებზე - Palitra News

ბრძოლა კორუფციასთან თუ შიდაპარტიული წმენდა? - მმართველი გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულთა სკამებზე

2025-12-31 20:09:27+04:00

2023 წლის დეკემბერში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისას, მინიშნება კორუფციასთან ბრძოლაზე გაკეთდა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ გუნდის შიგნით არსებული ინფორმაციები, 2 წლის შემდეგ, სისხლისამართლებრივი პროცესის დაწყებისა და ფაქტების მოკვლევის წინაპირობა გახდა. დღეს ბრალდებულის სტატუსი აქვთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქართული ოცნების რიგებში უმაღლეს პოზიციებს იკავებდნენ. მმართველ პარტიას ამბიცია აქვს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ქვეყანა ევროპის სამეულში მოხვდეს. ამ მიზეზით, პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შეიტანა. მართალია, კონკრეტულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა სისხსლისამართლებრივი დევნის დაწყებას ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს. როგორ ებრძვის ხელისუფლება კორუფციას?! თაზო მაჭარაშვილის მოვუსმინოთ.