მზია ამაღლობელის საქმე და მედიის წინააღმდეგ მიღებული კანონები - რა გამოწვევის წინაშეა ქართული მედია?! - Palitra News

მზია ამაღლობელის საქმე და მედიის წინააღმდეგ მიღებული კანონები - რა გამოწვევის წინაშეა ქართული მედია?!

2025-12-31 20:10:20+04:00

მედია მოვლენების ეპიცენტრში და ჟურნალისტები ყურადღების ობიექტივში - არქივმა საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტების დაშავების, მათზე თავდასხმისა და დაკავებების კადრები შემოინახა. ,,ბათუმელებისა’’ და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმე საერთაშორისო კრიტიკისა და პრესის თავისუფლების თემად იქცა. უფლებადამცველთა ნაწილი და ამაღლობელის მხარდამჭერი ჟურნალისტები კოლეგის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. თავისუფალი სიტყვის დაცვა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა - ამ სფეროში დასაქმებულთათვის მიმდინარე წლის მთავარ გამოწვევად დასახელდა. 2025 წელს მედიის კონტექსტში პარლამენტის მიერ მიღებული კანონები საჯაროობისა და სასამართლოს გამჭვირვალობის კუთხით ნეგატიურ ინიციატივად შეფასდა, როგორც მედიის ნაწილში, ისე უფლებადამცველთა ანგარიშებში. მედიაექსპერტების ნაწილი მმართველი პარტიის მხარეს საინფორმაციო ძალაუფლების კონცენტრაციას ხედავს. რა გამოწვევის წინაშეა ქართული მედია?! მაშო დიასამიძე მოვლენათა ქრონოლოგიით.