აქციიდან აქციამდე - საპროტესტო აქციებმა 400 დღე მიითვალა - Palitra News

აქციიდან აქციამდე - საპროტესტო აქციებმა 400 დღე მიითვალა

2025-12-31 20:11:23+04:00

აქციიდან, აქციამდე - საპროტესტო აქციებმა 400 დღე მიითვალა. მიმდინარე წელსაც, რუსთაველის გამზირი მარშებისა და სხვადასხვა საკითხს მიძღვნილი აქცია-პერფომანსებისთვის მთავარი ლოკაცია იყო. პროტესტის მასშტაბი და ფორმა იცვლებოდა, თუმცა მთავარი გზავნილი უცვლელი დარჩა - დემონსტრანტები ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. პროტესტის 1 წლიან ისტორიაში, ხმაურიანი აღმოჩნდა 4 ოქტომბრის მოვლენები. ოპოზიციის ერთი ნაწილის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეას, ოპოზიციის მეორე ნაწილი გაემიჯნა. პროტესტის 1 წელი - სალომე ჯაფარიძეს მოვუსმინოთ.