კანდიდატის სტატუსის მიღებიდან 2 წლის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად დაპაუზებულად გამოაცხადა - დიპლომატიური კრიზისის მიზეზები და უვიზო მიმოსვლის საფრთხე - Palitra News

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან 2 წლის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად დაპაუზებულად გამოაცხადა - დიპლომატიური კრიზისის მიზეზები და უვიზო მიმოსვლის საფრთხე

2025-12-31 20:16:46+04:00

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, 2 წლის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად დაპაუზებულად გამოაცხადა. საქართველოს მთავრობასა და ბრიუსელს შორის პოლიტიკური კომუნიკაცია შემცირდა, ევროკავშირის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა გრძელდება, რაც გავლენას ახდენს, როგორც პოლიტიკური დიალოგის ფორმატებზე, ისე თანამშრომლობის პერსპექტივაზე. ევროკომისიის ბოლო ანგარიშის თანახმად, ქვეყანა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საფრთხის წინაშეც დადგა. დაძაბულობა აისახა დიპლომატიურ რიტორიკაშიც - ხელისუფლება კონკრეტულ ელჩებს ვენის კონვეციის დარღვევაში, ევროპულ ბიუროკრატიას კი - ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს. ბრალდებებს ბრიუსელმა მკაცრი შეფასებებით უპასუხა. დასავლეთთან ურთიერთობა, გამოწვევები და ევროინტეგრაციის მომავალი - მერაბ პაპაშვილმა შეაჯამა მიმდინარე წელი.