შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შვეიცარიაში, კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 1:30 საათზე Le Constellation-ის ბარში ახალი წლის აღნიშვნისას მოხდა.
პოლიცია დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა ადგილობრივი მედია პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების მომენტში ბარში 100-ზე მეტი ადამიანი იყო.
ასევე, პოლიციაში განაცხადეს, რომ აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.