ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის განცხადებით, სასტუმროზე დრონებით თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის განცხადებით, სასტუმროზე დრონებით თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

2026-01-01 12:27:14+04:00

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. გუბერნატორის განცხადებით, სასტუმროზე დრონებით თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

„შავი ზღვის სანაპიროზე, კაფესა და სასტუმროზე თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა. 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 24 კი დაიღუპა“, - დაწერა ე.წ. გუბერნატორმა, ვლადიმერ სალდომ „ტელეგრამის“ არხზე.

სალდოს ცნობით, მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა დილით მოახერხეს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმა კიევის რეჟიმის ტერორისტულ ბუნებას ავლენს“, - დაწერა სალდომ.