ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა - მისი ეროვნული ვალუტა ევრომ შეცვალა - Palitra News

ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა - მისი ეროვნული ვალუტა ევრომ შეცვალა

2026-01-01 12:58:24+04:00

ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბულგარეთი ევროზონის 21-ე წევრი გახდა და მისი ეროვნული ვალუტა, ლევი - ევრომ შეცვალა.

გამოცემა წერს, რომ გამოკითხვების თანახმად, ბულგარეთში ევროს მიღებას ამომრჩეველთა ნახევარი ეწინააღმდეგება.

ბულგარეთი ევროზონას პოლიტიკური კრიზისის ფონზე შეუერთდა. გასულ თვეში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის მთავრობა გადადგა. მოსახლეობა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებდა.