გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი - Palitra News

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

2026-01-01 16:51:55+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.

“ძლიერმა ყინვამ და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.