საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურება 10%-ით იზრდება - Palitra News

საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურება 10%-ით იზრდება

2026-01-02 14:34:35+04:00

2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. ასევე განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასები 20%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდაც. იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი. იზრდება პენსიაც - 70 წლამდე პენსიონერებისთვის - 20 ლარით, 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის კი 45 ლარით.