შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისსა და შიდა ქართლში, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა - Palitra News

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისსა და შიდა ქართლში, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

2026-01-02 14:37:31+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრი თბილისსა და შიდა ქართლში სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. გეკა გელაძის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება და მოქალაქეთა დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური, თავდადებული შრომის შედეგია.