შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი - Palitra News

შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

2026-01-02 14:38:12+04:00

პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 1968 წელს დაბადებული პირი დააკავა. დაკავებულმა თბილისში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1975 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სამეგრელოს რეგიონში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებაც ამოიღო. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.