3-4 იანვარს საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო - Palitra News

3-4 იანვარს საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

2026-01-02 14:41:35+04:00

3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. შესაბამისი გაფრთხილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. არსებული პროგნოზით, კოლხეთის დაბლობზე, ზოგან, ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა, მინუს 8 გრადუსამდე დაეცეს, ხოლო შიდა ქართლში - მინუს 17 გრადუსამდე. გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები, ძლიერმა ყინვამ და ლიპყინულმა შესაძლოა, შეზღუდვები გამოიწვიოს საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა - ელექტროგადამცემ ხაზებზე. 2025 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს ბევრ რაიონში მოთოვა.დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.