თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

2026-01-03 13:11:32+04:00

თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც „პალიტრანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.